ჩინეთის პოზიცია სავაჭრო ომთან დაკავშირებით თანმიმდევრულია – ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო

ჩინეთმა -ის პრეზიდენტის, ს მიერ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ბოლო ტარიფებს თვალთმაქცური უწოდა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ იშვიათმიწა ელემენტებზე ექსპორტის კონტროლი აშშ-ის მიერ გასულ თვეში მადრიდში ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული ზომების სერიას მოჰყვა.
პეკინმა მაგალითად მოიყვანა ჩინური კომპანიების აშშ-ის სავაჭრო შავ სიაში დამატება და ვაშინგტონის მიერ ჩინეთთან დაკავშირებული გემებისთვის პორტის გადასახადის დაწესება.
„აშშ-ის ქმედებებმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩინეთის ინტერესებს და შეარყია ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო მოლაპარაკებების ატმოსფერო, ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება მათ. მაღალი ტარიფების განზრახ მუქარა ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა არ არის. ჩინეთის პოზიცია სავაჭრო ომთან დაკავშირებით თანმიმდევრულია: ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ არ გვეშინია მისი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთი აცხადებს, რომ ექსპორტის კონტროლი ექსპორტის აკრძალვას არ ნიშნავს.