არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ “მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება “ომის პროექტს“, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ “ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ“.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას.
“არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ “მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება “ომის პროექტს“. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“, – წერს პაპუაშვილი.
