„დიახ, მყარი ღობე იყო იმ დროს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ადასტურებს, რომ რეზიდენციის ღობე, ერთი წლის, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს, მყარი იყო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და თან ურთავს დეა მეტრეველის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს.
დიახ! მყარი ღობე იყო … იმ დროს!, – წერს .
დეა მეტრეველი Facebook-ზე მიმართვას და 2024 წელს ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი წლის წინ 29 დეკემბერს, როცა ხალხი სალომე ზურაბიშვილს ემშვიდობებოდა და მის სიტყვას ელოდა, რეზიდენციის ღობეზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი იყო ასული და მაშინ ეს კონსტრუქცია არც კი დაზიანებულა.
იყო თუ არა ღობე რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “შაბათის ეთერმა” მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე