“მონაკოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა “მონაკომ” გათავისუფლებული ავსტრიელი მთავარი მწვრთნელის ადი ჰუტერის ადგილას 38 წლის ბელგიელი დამრიგებელი სებასტიან პოკონიოლი დანიშნა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ის ბოლოს სამშობლოში მუშაობდა და საკმაო წარმატებითაც. მისი “როიალ უნიონი” გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონი გახდა და წელსაც თავისი ქვეყნის ჩემპიონატს ლიდერობდა.
პოკონიოლი წარსულში სწორედ “როიალ უნიონის” ახალგაზრდულ გუნდს, ასევე ბელგიის ნაკრებისა და “გენკის” 18-წლამდელებს ავარჯიშებდა.
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა – “მონაკოს” ორი კანდიდატი დარჩა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს