ვიქტორ ორბანი – ევროპა სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ – ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ

ცხელი შემოდგომა გველოდება. ევროპა სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს, სწორედ ამიტომ, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის საომარი გეგმა წარადგინეს: ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან და იფიტება. არ გვითხრეს, რა დაჯდება ეს ან რამდენ ხანს გაგრძელდება“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ში განაცხადეს, რომ უნგრეთს ეს არ სურს.
„დანიაში ნათლად განვაცხადე: ჩვენ ეს გვინდა. მას შემდეგ მათ უნგრეთის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. არსენალი ფართოა: ჯაშუშობის ბრალდებები, ყალბი ამბების სკანდალები და იურიდიული მანიპულაციები. არ შეიძლება უმოქმედოდ ვიყოთ! კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი: თქვენიანებს გაგლეჯინებენ, გაყურებნინებენ ამას პირდაპირ ეთერში… აწი თქვენსა და მას შორის აღარავითარი ბარიერი არ იარსებებს – შემდეგი დასაგლეჯი თქვენ იქნებით, რიგითები