ეს იყო მახე, რომელიც რეჟიმმა მოამზადა და დაუგო აქციის მონაწილეებს – ალექსანდრე ბარამიძე სასახლის ღობეზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე განგებ იყო დაზიანებული, რაც დანაშაულებრივ პროვოკაციაზე მიანიშნებს. მისი თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ “ოცნებამ” მომიტინგეებს ხაფანგი დაუგო, რათა დანაშაულშ ჩაეთრია.
რაც გუშინ ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა, ქმნის შთაბეჭდილებას, ძალიან მყარს, რომ ეს იყო მახე, რომელიც რეჟიმმა მოამზადა და დაუგო აქციის მონაწილეებს, იმიტომ, რომ იგივე ღობე, რომელიც აშკარად გადაჭრილი იყო და შილიფად მავთულით იყო უბრალოდ მიმაგრებული და რომელიც წაიქცა 4-5 კაცის რამდენიმეწამიანი მიწოლით, ეს ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი უქადდა აქციის მონაწილეებს იმას, რომ ისინი შესულიყვნენ ეზოში, თუმცა ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ისინი იმ ეზოში ვერ შევიდოდნენ. ამიტომ ხელოვნურად შექმნეს დანაშაულებრივი მდგომარეობა. მიზანი იყო არა აღკვეთა, არამედ ჩათრევა დანაშაულში, ხაფანგის დადება აქციის მონაწილეებისთვის. ამას ჰქვია სისხლის სამართლითაც დანაშაულის პროვოკაცია, – ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
იყო თუ არა ღობე რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “შაბათის ეთერმა” მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე, სავარაუდოდ, გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო