ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს – ბელგიის თავდაცვის მინისტრი

ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს – ბელგიის თავდაცვის მინისტრი
“ბრიუსელმა შესაძლოა წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს”- განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა გამოცემა Le Soir-თან ინტერვიუში.
ის შეშფოთებას გამოთქვამს დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გაუარესებით.
„სიტუაცია დრამატული გახდა. როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. იმის საპირისპიროდ, რასაც შეიძლება გაიგონებდეთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ ჩვენი დედაქალაქის მდგომარეობის გაუარესებით“- თქვა მან. ფრანკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუჩების უსაფრთხოება პოლიციის პასუხისმგებლობაა და არა სამხედროების. თუმცა, მან დასძინა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა მას ამ საკითხთან დაკავშირებით. “შესაძლებელია თუ არა ჯარის ქუჩებში გაყვანა წლის ბოლომდე? მე არ მითქვამს „კი“, მაგრამ არც „უარი“, – თქვა ფრანკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა