მაია ორჯონიკიძე: არ ვაპირებდი ამის დაწერას და ვატყობ მომიწევს (ვიდეო)

პუბლიცისტი, მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
მოკლედ არ ვაპირებდი ამის დაწერას და ვატყობ მომიწევს. თუ არ ვცები 2014 წელია, მიშა საქართველოში აღარ იყო, მაგრამ ქოცებს უკვე დაწყებული ჰქონდათ მიშასთვის საქმეების შეკერვა: იმართებოდა “სასამართლოები” და ერთერთი ასეთი პროცესის დასრულებას ველოდებოდით პრეზიდენტის მხარდამჭერები სასამართლოს დერეფანში. სხდომა დასრულდა და დარბაზიდან მიშას საქმის “პროკურორი”გამოვიდა…
მივუახლოვდი და ცხელ გულზე ვუყვირე ძალიან უსიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები და დავამატე, რომ მოვიდოდა დრო, როცა პერსონალურად ეს პროკურორი პრეზიდენტის მიმართ შეთითხნილ საქმეზე პასუხს აუცილებლად აგებდა. პროკურორი უკანმოუხედავად ისე გაბუნძულდა-ჩემთვის სიტყვაც არ შემოუბრუნებია, მე კი ზურგში მივაწიე დარჩენილი სიტყვები… ამ დროს ჩემი მისამართით ვიღაცის ძალიან გაღიზიანებული ხმა შემომესმა-გადაღებაში ხელს ნუ გვიშლითო. მოვბრუნდი და ჟურნალისტი ქაშიაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც სახეზე ჩემს მიმართ დაუფარავი გაღიზიანება ეწერა, მისი თვალების გამომეტყველებაზეც… აღარაფერი ვუთხარი, თუმცა დღემდე მახსოვს ჩემი შვილის ხელა ლაწირაკის ხმის ტონიც და სახის გამომეტყველებაც…
ეგ დღე ეკა წამალაშვილს აქვს გადაღებული და მერე მეც ავტვირთე, ათზე მეტი წელი გავიდა და მოსაძენია ჩემს არქივში. მას მერე აზრად არ მომსვლია ამ ეპიზოდის გახსენება და მითუფრო საჯაროდ დაწერა, მაგრამ წუხელ ქაშიაშვილის მიერ ჩერგოლეიშვილის ეთერში მოწვევამ, სადაც თამარამ რუსულ რეჟიმს მიშაზე და ბაჩოზე ფაქტობრივად “ნაკოლები” მისცა-გადამაწყვეტინა, რომ ეს პოსტი უნდა დამეწერა. დასკვნები კი თავად გამოიტანეთ-შემთხვევით ამ ქვეყანაში არაფერი ხდება.