მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხრიდანაც კი

მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხრიდანაც კი
მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხრიდანაც კი, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ის ავრცელებს აბსოლუტურად უტყუარ ინფორმაციას და აღნიშნავს იმასაც, რომ თავად “ნაციონალურ მოძრაობაშიც” პრობლემა იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით.
“აბსოლუტურად უტყუარ ინფორმაციას ვავრცელებ, რაც მესმოდა შიგნიდან, რისი გარჩევაც მესმოდა, იმას ვავრცელებ. ანუ, პრობლემა “ნაცმოძრაობაში” დაპირისპირება იყო, ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ცხადია, მე არ ვიცი, ბაჩო ახალაია რა დანაშაულს სჩადიოდა და რას სჩადიოდა, უბრალოდ, ფიგურირებდა ამ საქმეში და მასთან შეკრებები კეთდებოდა და ეს პრობლემა იყო,” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. წამყვანის რეპლიკაზე, რომ თავად ახალაია ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები და არანაირი საუბრები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მას არ ჰქონია, ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: “ესეიგი იტყუებოდნენ ისინიც [“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები] და უბრალოდ, ბაჩო ახალაიასთვის ცუდი უნდოდათ.”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა