რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზა გადაკეტილია.
ადგილზე მოქალაქეებს მიტანილი აქვთ სქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 318 დღეა მიმდინარეობს.
