ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ

ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ
ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გურჯაანში სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ესეც მეტყველებს რადიკალი ოპოზიციონერების სახეზე.
„ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის კარნახი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან