„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ის საქალაქო სასამართლოში 20:00 საათზეა დაბარებული.
„დღეს, 8 საათზე დამიბარეს მაგისტრატ მოსამართლესთან თბილისის საქალაქო
სასამართლოში”,- წერს დავით ჯანდიერი.
ინფორმაციისთვის, თავდაპირველად დავით ჯანდიერი გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაიბარეს, თუმცა მან სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.
ცნობისთვის, POST TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის მიერ დაკავებულ “გია ქემოკლიძესა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის სავარაუდო გარიგების შუამავალი ჯანდიერი იყო”, რასაც დავით ჯანდიერი გამოეხმაურა და „ბინძური და შეკვეთილი“ “ქარდი” უწოდა. როგორ ჯანდიერმა აღნიშნა, აღნიშნული ინფორმაცია მის დისკრედიტაციას ემსახურება.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.
უწყების თანახმად, ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.
უწყების თანახმად, ჩადენილი ქმედების გამო გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
