ირაკლი – ევროკავშირში საუბარია კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა, იმედია, ეს ტენდენციები შეჩერდება – როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს

სტატისტიკა დამძიმებულია ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა – სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგის თანახმად ევროკავშირში სქესის შეცვლის პროცედურები მარტივდება“.
იმედოვნებს, რომ „ეს ტენდენციები შეჩერდება“.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ვხედავთ ევროკავშირში. ეს არის, პირველი, ეკონომიკური მძიმე ტენდენციები და მეორე – ტენდენციები, რომელიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას. ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც, ევროპისთვის გარედან არის თავსმოხვეული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, სტატისტიკა დამძიმებულია ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხეები.
ზოგადად ჩვენთვის არის შემაშფოთებელი ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს