“სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად და შიშის გარეშე უნდა იმოქმედოს” – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი საქართველოზე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრაჩა (პორტუგალია) შეშფოთებულია საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი ს დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენებით და არეულობით, რომელიც მოჰყვა მთავრობის გადაყენების გამოცხადებულ მცდელობას.
თავის განცხადებაში ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად სცეს პატივი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს და უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და შიშის გარეშე ფუნქციონირება.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს“, – აცხადებს გრაჩა – ამ მგრძნობიარე მომენტში, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება, იმოქმედონ ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების ფარგლებში.
სპეციალურმა წარმომადგენელმა გაიხსენა 2025 წლის ივლისში მიღებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პორტოს დეკლარაცია, რომელშიც ასამბლეამ შეშფოთება გამოთქვა დემოკრატიული უკუსვლის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვების თაობასა და დემოკრატიული რეფორმების გზით, საქართველოს ევროპული მისწრაფებების დაცვის აუცილებლობაზე.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგული რჩება ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მცდელობის, განმუხტონ დაძაბულობა, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და აღადგინონ საზოგადოების ნდობა დიალოგისა და ეუთოს ვალდებულებების შესრულების გზით“, – აცხადებს გრაჩა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ