საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში გადადგა

საფრანგეთი: ახალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში გადადგა, თუმცა, დღეს მაკრონმა ამ ტანამდებობაზე ისევ ის დანიშნა.
მანამდე კი პროცესები ასე განვითარდა:
ორშაბათს, 6 ოქტომბერს, საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში გადადგა, რამაც ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ახალი დარტყმა მიაყენა. „ბატონმა სებასტიან ლეკორნუმ რესპუბლიკის პრეზიდენტს თავისი მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელიც ემანუელ მაკრონმა დააკმაყოფილა“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოკლე განცხადებაში. მთავრობის სათავეში ლეკორნუს ყოფნის ვადა, თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში, ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. მისი გადადგომა ამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც საფრანგეთს, უკვე ერთ წელზე მეტია, არყევს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც მაკრონმა 2024 წლის ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოს დანიშნა, რომელიც ჩიხში შესული პარლამენტის შექმნით დასრულდა.
ლოკარნუს მიერ გადადგმული ეს მოულოდნელი ნაბიჯი, როგორც ჩანს, გამოწვეულია მემარჯვენე „რესპუბლიკელების“ (LR) რეაქციით ლეკორნუს კაბინეტზე, რომლის შემადგენლობა კვირას გვიან საღამოს გამოცხადდა. ამ ნაბიჯმა „რესპუბლიკელები“ აიძულა, მთავრობის შემადგენლობაში თავისი ყოფნის მიზანშეწონილობაზე ემსჯელათ. ლოკარნუს გადადგომის შემდეგ, პარიზის საფონდო ბირჟაზე ვარდნა დაფიქსირდა – გრინვიჩის დროით 08:00 საათზე, CAC 40-ის ინდექსი ორ პროცენტზე მეტით დაეცა. გაურკვეველია, თუ როგორ იმოქმედებს ასეთ სიტუაციაში მაკრონი. აქამდე, ის ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოწოდებებს ეწინააღმდეგებოდა, ასევე გამორიცხავდა საკუთარ გადადგომას 2027 წელს მისი მანდატის ამოწურვამდე. მოსალოდნელია, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთის პოლიტიკაში ისტორიულ გზაჯვარედინად იქცეს, რადგან ფრანგი ულტრამემარჯვენეები, მარინ ლე პენის მეთაურობით, მასში ძალაუფლების ხელში ჩაგდების საუკეთესო შანსს ხედავენ.
„მომავალ რამდენიმე კვირაში ახალი (საკანონმდებლო) არჩევნები ჩატარდება“, – იწინასწარმეტყველა ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ (RN) ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ. „RN, ცხადია, მზად იქნება ქვეყნის სამართავად“, – დასძინა მან.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი ლეკორნუ, რომელიც თავშეკავებითა და ლოიალობით არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მაკრონმა 9 სექტემბერს დანიშნა. მაგრამ მის მიერ კვირას გვიან საღამოს წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ, რომელიც, ძირითადად, უცვლელი დარჩა, მთელ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. „მინისტრთა კაბინეტის თითქმის უცვლელად შენარჩუნების შემდეგ, „რესპუბლიკელები“ არ აპირებენ, მაკრონსა და მის მოკავშირეებს მაშველი რგოლი შესთავაზონ“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსუა-ქსავიე ბელამიმ.
ლეკორნუს რთული ამოცანის წინაშე იდგა – მკაცრი ეკონომიაზე გათვლილი მომავალი წლის ბიუჯეტის მხარდაჭერა მას დანაწევრებულ პარლამენტში უნდა მოეპოვებინა. ლეკორნუს ორი უშუალო წინამორბედს, ფრანსუა ბაირუს და მიშელ ბარნიეს, საკანონმდებლო ორგანო სწორედ ხარჯების საკითხში დაუპირისპირდა და გადააყენა.
წყარო: 1 არხი