კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმი გამართა და ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარადგინა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმზე Hwasong-20-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარადგინა, რომელიც ქვეყნის „ყველაზე ძლიერ ბირთვული სტრატეგიული შეიარაღების სისტემას“ წარმოადგენს.
სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეის მმართველი „მუშათა პარტიის“ დაარსების 80 წლისთავს მიეძღვნა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიწვევით სამხედრო აღლუმს ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და ვიეტნამის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ტო ლამი დაესწრნენ.
ამასთან, კიმ ჩენ ინი მედვედევს პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ „საერთო მიზნების მისაღწევად რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი აქვს“.
