4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ვლადიმერ სურმანიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ

ვლადიმერ სურმანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გავასაჩივრებთ,- ამის შესახებ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ავთანდილ სურმანიძის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას სააპელაციო საჩივარს
დაურთავენ, რის შემდეგაც, იმედს გამოთქვამს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა – გირაოთი შეეცვლება.
„4 პირის მიმართ მოთხოვნილი იყო პატიმრობის გამოყენება, თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე გაჟღერდა და წარდგენილ იქნა მტკიცებულებები რიგი ბრალდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ია დარახველიძისა და ავთანდილ სურმანიძის მიმართებით, ბრალდების მხარემ მოითხოვა დრო, რომ გადაემოწმებინა წარდგენილი ინფორმაცია. ავთანდილ სურმანიძესთან მიმართებაში, დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის თარგმნა. ამაზე კი ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მისთვის ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, შშმ პირის სტატუსი, ასევე არ არის დადასტურებული ვეტერანის სტატუსი. ეს პირი რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობას, ს წინააღმდეგ. ჩვენ მოგვეცა დრო, რომ წარვადგინოთ მტკიცებულებები ქართულ ენაზე. ვიმედოვნებთ, რომ აპელაცია, რომელიც განიხილავს, სააპელაციო საჩივარს აღკვეთთან დაკავშირებით გაითვალისწინებს და მასაც შეეცვლება აღკვეთის ღონისძიება.
არ არის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარებული, არ არის დადასტურებული თუ ვინ არიან ის პირები, რომელთა ქმედებები არის ასახული ვიდეო-კადრებში”,- განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.