4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული, რამაზ მამულაძის დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა მედიასთან გადაცხადა, მამულაძეს აქვს მძიმე ფორმის დეიაბეტი, ამიტომ სასამართლოდ სარეზოლუციო ნაწილთან ერთად, აპირებენ საქმეს სამედიცინო დოკუმენტაციაც დაურთონ და ისე წარადგინონ სააპელაციოში.
უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული მიუთთებს, რომ ღობის მეორე მხარეს, ათონელზე პაატა ბურჭულაძის დასახმარებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.
განჩინებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში – ბატონ რამაზს აქვს დიაბეტი მძიმე ფორმებში, მისი ახლობლებისგან და კლინიკებისგან კიდევ დამატებით გადმოგვეგზავნება ფორმა 100 და აუცილებლად წარმოვადგენთ 2 დეკემბერს პროცესზე. როგორც ბატონი რამაზ მამულაძე ამბობს, ის უშუალოდ გადავიდა პაატა ბურჭულაძის დასახმარებლად, თვალებში შეასხეს წიწაკის სპრეიო და ვეღარ ხედავდაო, ამასთან დაკავშირებით შევაჯანჯღარე კარიო, ვეძახოდი, რომ ვეღარ ხედავს ეს კაცი და გადმოიყვანეთ და ამასთან დაკავშირებით გადავედიო”, – აცხადებს ადვოკატი.
მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დაკავებულ სამ პირს, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ორ მათგანს – ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალი ორი მუხლით ედება: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
ავთანდილ სურმანიძეს კი ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
აღნიშნულ პროცესზე ბრალდებულთა შორის იყო ია დარახველიძე, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.
