ვარშავა უკრაინას ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების შედეგების მოგვარებაში დაეხმარება

პუტინს უკვე ედება ბრალი უკრაინელი ბავშვების გატაცებაში, მეგონა, ეს საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ახლა თავდასხმები კიდევ უფრო მეტია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ლვოვში ვიზიტის დროს განაცხადა.
სიკორსკის თქმით, პოლონეთი გმობს ს მიერ ღამით კიევზე განხორციელებული დარტყმებს.
„პოლონეთი უკვე განიხილავს, როგორ დაუჭიროს მხარი ს. გენერატორები, ელექტროენერგიის დამატებითი მიწოდება, უკრაინასა და პოლონეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზების დაჩქარებული მშენებლობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალი სვინოუშცეში – ეს ყველაფერი თქვენს სამსახურშია“, – განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე ბოლოდროინდელი დარტყმები ზამთრის წინ ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად.
„სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები ომის დანაშაულებია. პუტინს უკვე ედება ბრალი უკრაინელი ბავშვების გატაცებაში. მეგონა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ახლა თავდასხმები კიდევ უფრო მეტია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ნამდვილად უნდა ვუპასუხოთ სანქციების გამკაცრებით და უკრაინისთვის დახმარების გაზრდით“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ამისთვის ერთსულოვნებაა საჭირო.
„ერთსულოვნება ზოგჯერ რთულია. ჩვენ სანქციების მე-18 პაკეტი მივიღეთ და მე-19-ზე ვმსჯელობთ. ეს ადვილი არ არის“, – განაცხადა სიკორსკიმ.
სიკორსკის თქმით, რუსეთი მთელი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ყველა ევროპული ქალაქი უკვე გრძნობს საფრთხეს.
1tv.ge