მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს

მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს
ვინც დაიჯერებს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე წინასწარ იყო მორყეული, მას იმის დაჯერებაც მოუწევს, რომ დამხობის ორგანიზატორებმა ამის შესახებ იცოდნენ და ადამიანები განზრახ წაიყვანეს ორბელიანზე! – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაღლაფერიძე წერს, ვინც იმას ამტკიცებს, რომ ორგანიზატორებმა იცოდნენ და განზრახ წაიყვანეს აქცია ორბელიანისკენ, ამით, სინამდვილეში, სწორედ დამხობის ორგანიზატორებს აბრალებს მოღალატეობას.
„ამას წყალი არ გაუვა, 2×2=4 !!!
მაშინ, როდესაც ორგანიზატორებს ერთი მხრიდან ცხრაწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მეორე მხრიდან ყოფილმა გულშემატკივრებმაც უგანეს და ვითომდა მორყეული ღობის ვერსია გამოაგორეს.
როგორც ჩანს, ამ ჩაფლავებული დამხობის რეალური დირიჟორები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩრდილში რჩებიან, დაფრთხნენ, მოღალატის ძებნაში ემანდ ჩვენ არ გამოგვთხარონო და ამიტომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულატორთა კლასტერს ამჯერად „მორყეული ღობის“ თემის აგორება შეუკვეთეს, რათა ამ საქმიდან თავად სუფთად გამოძვრნენ, ხოლო დამხობის ჩაფლავება და ღალატი კი მთლიანად თვითგამოცხადებულ ორგანიზატორებს შეეტენოთ! ხოლო ის ავადსახსენებელი ჩრდილოვანი დირიჟორები რომ ნამდვილად არსებობენ, ვის იმედადაც ამ ბედდამწვარმა ორგანიზატორებმა ეს ავანტურა წამოიწყეს, ამას ხომ წყალი არაფრით გაუვა!“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით

წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, სქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს, გავაკთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკოპნომიკური ზრდის მაღალი ტემპი