4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, კიდევ 3 ბრალდებულს კი პატიმრობა

მოსამართლემ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა.
კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ია დარახველიძე პენიტენციურ დაწესებულებას 10 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს, გადახდის ვადად მოსამართლემ 30 დღე განუსაზღვრა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო.