ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს 11 მლნ. შვედური კრონა გადაეცა (დაახლოებით 1,2 მლნ.დოლარი)

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა ნობელის მშვიდობის პრემიის 2025 წლის ლაურეატი დაასახელა. ჯილდო ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ მარია კორინა მაჩადოს გადაეცა, „ვენესუელელთა დემოკრატიული უფლებების დაცვის საქმეში დაუღალავი შრომისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გზით გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის“.
კომიტეტის განმარტებით, პრემია გადაეცა ქალს, რომელიც მზარდი სიბნელის პირობებში დემოკრატიის ალს ინარჩუნებს.
ცნობისთვის, მაჩადო ერთ-ერთ მთავარ და გამაერთიანებელ ფიგურად იქცა ოპოზიციაში.
შეგახსენებთ, აღნიშნული პრემია 2024 წელს Nihon Hidankyo-ს სახელით ცნობილ იაპონურ ორგანიზაციას გადაეცა, რომელიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქებისას გადარჩენილებისგან შედგება.
Nihon Hidankyo-ს შარშან ჯილდო გადასცეს „ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს მიღწევის მცდელობისთვის და იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს უნდა იქნას გამოყენებული“.
ნობელის მშვიდობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა და ამ ეტაპისთვის სულ 106 ჯილდოა გაცემული, აქედან 28 გაცემულია ორგანიზაციებზე.
მშვიდობის დარში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია ტრადიციულად ოსლოში 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს იმართება. ლაურეატს ჯილდოს სახით გადაეცემა 11 მილიონი შვედური კრონა, რაც დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარია.