GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებთან ერთად, საქართველოში მომხმარებლების უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები, ასევე კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და ამ მიმართულებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიმოიხილეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წლის ბოლომდე მსგავსი ხასიათის შეხვედრები თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო