Reuters – მექსიკაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ძლიერმა წვიმებმა მექსიკის რამდენიმე შტატში მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იდალგოს შტატში დაახლოებით 1000 სახლი და ასობით სკოლა დაზიანდა.
პუებლას შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
„ჩვენ მოსახლეობის დასახმარებლად, გზების გასახსნელად და ელექტროენერგიის აღსადგენად ვმუშაობთ“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას