გაერო-ს უშიშროების საბჭო აშშ-ვენესუელას დაძაბულობის გამო შეშფოთებულია

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები -სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
გაერო-ში ს წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკამ ყველანაირი გამოძიების გარეშე ისროლა, ახლა კი სურს ყველა დააჯეროს, რომ ბორტზე დამნაშავეები იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ვენესუელას აქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ შეერთებული შტატები მზადაა მუქარიდან მოქმედებაზე გადავიდეს.
საფრანგეთმა, საბერძნეთმა და მ კი აშშ-სა და ვენესუელას ვითარების დეესკალაციისა და დიალოგისკენ, ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს.
გაერო-ში ვენესუელის ელჩი სამუელ მონკადა კი აცხადებს, რომ ვაშინგტონის საომარი მოქმედებების გამო, მისი ქვეყანა შეიარაღებული თავდასხმის მოლოდინშია.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ვენესუელას სანაპიროსთან რამდენიმე გემზე თავდასხმა განახორციელა და განაცხადა, რომ მათ ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
შეგახსენებთ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვენესუელის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე სანაპირო ზოლები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა. მადუროს სამხედროებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, მზად იყვნენ ჯარების განლაგებისთვის ძირითად სანაპირო რაიონებში და ხელი არ შეუშალონ მათ გადაადგილებას.
გრძელდება ვენესუელის გარშემო ამერიკის არმიის კონცენტრირება, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში კარიბის ზღვაში ამერიკის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი თავმოყრაა.
ფლოტი:
“Iwo Jima-ს” ამფიბიური-სადესანტო დაჯგუფება (3 სადესანტო ვერტმფრენმზიდი + 22-ე საზღვაო საექსპედიციო კორპუსი, სულ 4500 სამხედრო).
Arleigh Burke-ს კლასის 3 საესკადრო ნაღმოსანი – USS Jason Dunham, USS Gravely, USS Stockdale.
Ticonderoga-ს კლასის სარაკეტო კრეისერი – USS Lake Erie.
ლიტორალური საბრძოლო ხომალდი – USS Minneapolis–St. Paul.
ატომური წყალქვეშა ნავი – USS Newport News-ი (Los Angeles-ის კლასი).
სპეციალური ოპერაციების ხომალდი (Special Ops Ship): MV Ocean Trader
ავიაცია:
პუერტო-რიკოში დისლოცირებულია 10 ერთეული F-35-ს ტიპის სტელს გამანადგურებელი და MQ-9 Reaper-ის ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დამრტყმელი დრონი.
P-8 Poseidon-ის ტიპის ავაქსები ახორციელებენ პატრულირებას ვენესუელის სანაპიროს გასწვრივ.
Harrier-ის ტიპის საგემბანო მოიერიშე, Osprey-ს ტიპის კონვერტოპლანები, Seahawks ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები WASP-ის ტიპის სადესანტო ვერტმფრენმზიდებზე არიან ბაზირებულნი.
სახმელეთო ძალები:
22-ე საზღვაო-საექსპედიციო კორპუსის დანაყოფები საბრძოლო წვრთნებს ინტენსიურად ატარებენ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის სანაპიროსთან ახლოს.
სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერები სრულ მზადყოფნაში არიან – ელიტური 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია მზადაა სწრაფი განლაგებისთვის.