დონალდ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, – ინფორმაციას The Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ ბარბაბელამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“.
„აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ნევროლოგიური და ფიზიკური მომზადების ძლიერ მაჩვენებლებს ავლენს“, – ნათქვამია ექიმის დასკვნაში.
ბარბაბელამ აღნიშნა, რომ ტრამპის „გულის ჯანმრთელობის ასაკიც შეაფასა, რომელიც პრეზიდენტის რეალურ ასაკზე 14 წლით ნაკლებია“.
ასევე, სამედიცინო დასკვნის თანახმად, ვიზიტის დროს დონალდ ტრამპმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და COVID-19-ის ბუსტერ დოზა გაიკეთა.
