მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე-მეოთხე ტურის დროა, სადაც ბევრი რამ გაირკვევა – ვიღაცები მუნდიალს მიუახლოვდებიან, ზოგიერთები შანსს გადაიწურავენ, ბევრგან კი ბრძოლა ნოემბერშიც გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, თურქებთან სტუმრობამდე, სადაც მეორეადგილოსანი მნიშვნელოვნად უნდა გამოიკვეთოს, ესპანეთს ელჩეში შევხვდებით, სადაც უამინდობის შემდეგ უნდა გამოიდაროს – დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე.
ვილი სანიოლის გუნდს იდეალური სექტემბერი არ ჰქონდა, მაგრამ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და ბულგარეთს აჯობა. თურქებთან დაკარგულის ანაზღაურება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მანამდე ესპანური დაპირისპირებაა.
როცა “ფურია როხა” შესაბამის ხასიათზეა, მისი შეჩერება როგორია თავის თავზე თურქებმაც იწვნიეს, თუმცა ისინი მუდამ ასეთ ფორმასა და ხასიათზე ვერ იქნებიან. ესპანელთა დანაკლისი მცირე ნამდვილად არაა, დე ლა ფუენტეს გუნდი იამალისა და ნიკო უილიამსის ფლანგური შეტევების გარეშე რთული წარმოსადგენია, აბა, როდრის დანაკლისს შეჩვეულები არიან.
სანიოლის გუნდის მხარეს დიდი ენთუზიაზმი და კონტრშეტევებზე წარმატებაა, რაც მათ ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებთანაც დაგვანახეს. ეგაა, ახლა ფრანგი გუნდს სხვა ტაქტიკით ათამაშებს, ესპანეთის ნაკრებთან კი შეტევაზე ფიქრი რთული ამბავია.
ხვიჩა კვარაცხელია პედრისთან ერთად ამ მატჩის მთავარი სუპერვარსკვლავია. არ ვიცით, ახლადმომჯობინებული “კვარა” რამდენს და როგორი ხარისხით ითამაშებს, მისი კლასი კი მოწინააღმდეგეს ძალიან აშინებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონებს მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ჯერ გოლი არ გაუშვიათ (9 გაიტანეს) და საინტერესოა, პირველად მათ ვინ დაამწუხრებს. “ფურია როხამ” ბოლო ორი მუნდიალი ჩააგდო, ახლა მოსაგებად ემზადება და მანამდე გზის გავლა აღმავლობით სურს.
საქართველოს თავისი მიზნები გააჩნია და ეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის დაგემოვნებაა. ერთ დროს ამხანაგურ მატჩში ესპანელთა დამარცხება ოპტიმიზმს ახლაც იძლევა, რომ ყველაფერი შესაძლებელია!..
ოიარსაბალი, ტორესი და პინო (ოლმო მატჩის წინა დღეს დაშავდა) შეტევის სამეულში იქნებიან, მათ კი “არსენალელები”, მერინო და ზუბიმენდი დაეხმარებიან.
ესპანელთა მარჯვენა მცველ პოროს თბილისური მატჩი კარგად არ უნდა ახსოვდეს, იქ მას კვარაცხელიამ “სისხლი გაუშრო.” სასიამოვნო მოგონებები არც ლე ნორმანს გააჩნია, ევრო 2024-ის მერვედფინალში “კვარას” ზეწოლის შემდეგ ავტოგოლი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცნობა რთულია, რადგან სამ დღეში თურქებთან მატჩია, რის გამოც სანიოლი გარკვეულ დათმობებსა და ძალების გადანაწილებაზე უნდა წავიდეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი: სიმონი – პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელა – პედრი, მერინო, ზუბიმენდი – პინო, ოიარსაბალი, ფ.ტორესი;
საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, აზაროვი – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, გაგნიძე – დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
· მწარე რატო ვიბრიქებით? თქვენ გგონიათ, საკმარისია განწყობა შევქმნათ, ვიბრძოლოთ და მოვიგებთ? ისინიც შექმნიან განწყობას და იბრძოლებენ, მათ უნდათ დაამტკიცონ რომ პირველ ნომრებზე ნაკლები არ არიან. მეც მომწონდა 5 მცველიანი ტაქტიკა ესპანეთთან, მაგრამ ამ გუნდში 5 მცველს ვერ დააგროვებ. ისევ ნახევარდაცვამ უნდა იმუშაოს ბოლომდე, ხოლო ჩვენი ფლანგელები დაცვას უნდა ეხმარებოდნენ გამუდმებით. ამ დროს კონტრშეტევის ხარისხი ეცემა, მაგრამ ლამაზი თამაში და შეტევა ესპანეთთან კატასტროფაა. ეგ უნდოდათ თურქებს და მიიღეს 6 ბურთი. მოკლედ, ახალი ველოსიპედის გამოგონება წამგებიანია. კლასიკურად, მაინც ჩაგვკეტავს ესპანეთი დაცვაში, ამიტომ ავტობუსი კი არა, აქტიური დაცვა უნდა გვყავდეს და ერთ შანსს უნდა დაველოდოთ წინ. ვიღაცა გამლანძღავს, მაგრამ ამ ტაქტიკით ბევრს მოუგია, მათ შორის მსოფლიოზეც. ჩემი აზრით ფრე დიდი წარმატება იქნება. მაშინ თუ ბულგარეთი არ წააგებს, ჩვენ თურქეთთან ფრეს შემთხვევაშიც კი გვრჩება შანსები.
· ცოფიანი სპილოს ბოლო-ბოლო პრეზიდენტად წავიდეს! რა პრობლემაა? ერთს აიღებ, მეორეს დადებ.))))
· ოპაა გეთანხმები. საბერძნეთთან მთელი თამაში დაცვაში ვიყავით და ბოლოს პენლებით მოვიგეთ.
· ზურა მაინც კაშია??? 37 თუ 38 წლის ფეხბურთელმა ნორმალურად მაინც რომ ითამაშო, თავის დროზე რონალდოს და მესის დონის უნდა იყო.
· ილია თოფურია და ფურია როხა მადლობა თქვით რომ საერთოდ გეთამაშრბით. სად ჩვენ და სად თქვენ. 10:0 იქნება. ბევრს იტირებთ.
· კვარაცხელია თამაში რომ ერთმა კაცმა მოიგოს მინიმუმ მესი უნდა იყოს.
· საქართველო იმ შემართებით რომ ითამაშონ როგორც საბერძნეთთან იყო ფინალში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია
· იური მიხარია რომ კაშია ითამაშებს. შეცდომა ყველას მოსდის. სავარაუდო შემადგენლობა კარგადაა შედგენილი. არ არის გამორიცხული თამაში დამთვრდეს ფრედ.
· Levani კაშიას მსოფლიოზე უნდა ამერიკაში და იმიტომ არ მიდის. ამ ციკლის მერე წავა
· ირაკლი სპორტულ,ილია თოფურია რომ მივიდა ესპანელების ბაზაზე მათ გასამხნევებლად მაგას რატომ არ წერთ??მაფათ თუ კიდე გამხნევება უნდათ😟
· tngh-ს ჰო, ფრთხილი, ნაზი და ალერსიანი.
· ვასო67 ესპანეთის დანაკლისიდან გამომდინარე ფრე სავსებით რეალურია, მით უფრო 532 განლაგების შემთხვევაში… ბიჭებს მოტოვაცია ისედაც არ აკლიათ, ოღონდ პირველივე წუთიდან მაქსიმალური კონცენტრაცია, ურთიერთდაზღვევა, სათამაშო დისციპლინა… უნდა ითამაშონ ისე, როგორც ევროპაზე ესპანეთთან პირველი ტაიმი, იქ ძალები აღარ ეყოთ და კიტე, იმედია ამჯერად ტრავმები არ იქნება, ცოტა იღბალიც … და ჩვენებს გოლის გატანის შანსები ექნებათ… წარმატებები ჩვენ ბიჭებს… შეეწიოთ უფალი
· ვასო 67 ესპანელთა დანაკლისის გათვალისწინებით ფრე შესაძლებელია, 532 შემთხვევაში მით უფრო, ბიჭებსმოტივაციის ნაკლებობა ისედაც არ იქნება… ჯერ კარის უსაფრთხოება და გოლის არ გაშვება, დაცვაში დაზღვევა და პირველი წუთიდან მაქსინალური კონცენტრაცია, რაც ევროპაზე ითამაშეს ჩვენებმა პირველ ტაიმში იგივე უნდა გაიმეორონ, იმედია ტრავმების გარეშე, ერთი ყველასათვის… ცოტა იღბალიც … და ეგაა… შეეწიოთ უფალი
· tngh საჭიროა ფრთხილი და მაქსიმალური ყურადღებით თამაში… ფრე სასურველი შედეგი იქნება.
· ცოფიანი სპილო კაშია შენელებული კადრივით მოძრაობს, აგერ ვაისიც აღარ აყენებს ძირითდში ხშირად, სანიოლი კიდე ჯიუტად აყენებს და აყენებს, კაშიასიც არ მესმის, ხედავ, ვეღარ ქაჩავ, შეეშვი, წადი ფედერაციაში, პარლამენტში, ადგილების მეტი რა არის
· ედიკა პორტუგალია ბუნდოვნად მახსოვს
· ლუკას არ არის ქართველი.
· იურა ქოჩლაძე რაც გინდათ უწოდეთ სუპერვასკვლავი, მეგავასკვლავი თუ ვასკვლავთ-ვასკვლავი, ნაკრებისთვის ჯერ-ჯერობით ისეთი არაფერი გაუკეთებია,რაც ერთპიროვნულად მისი დამსახურებაა. მართალია ჩვენი ნაკრები უფრო განვითარდა,მეტად ბრძოლისუნარიანი გახდა და შეუძლია თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებით თამაში პერიოდულად, მაგრამ შესარჩევ ჯგუფებში, ტრადიციულად ისევ ბოლოდან მე-2 ადგილს ვერ ავცდით და პრინციპული,აუცილებლად მოსაგები თამაშის მოგება არ შეგვიძლია, ასე იყო თურქებთან ამ ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ გამოყვეს ფეხი,როდესაც უკვე 3-0 ვაგებდით, ისინი კაცნაკრული დარჩნენ და დაცვაში ჩაჯდნენ…ფაქტიურად იმ წაგებით დამთავრდა კიდეც ეს ციკლი- თუ არა და სუპერ!!…..ევრო 24-ს თუ გამახსენებთ, ის სულ სხვა-ერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო უეფა-ს კეთილი ნებით…..ასე რომ- არაფერი გვეშველება, ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ არ მოვიშლით საოცარ,არაფრისმაქნის ყოყლოჩინობას, [არა მარტო ფეხბურთში] თურმე ნუ იტყით და, ეპანეთის მცველებს და მწვრთნელებს ღამეები არ სძინავთ კვარას შიშით…იმ ორ შემთხვევაშიც კი რაც ზემოთაა მოყვანილი – ორივეჯერ წავაგეთ, საერთოდ ავტოგოლისას კვარა რა შუაში იყო საერთოდ-მცველმა უხერხულად მიიღო ბურთი მკერდზე და კარში ჩაჭრა. კარგით, დავუშვად მისი დამსახურებაა ავტოგოლი და მერე რაა!! მაინც წავაგეთ… აი თურქებთანაც გაიტანა ბოლო წუთზე, პირადი სტატისტიკა გაიუნჯობესა, პსჯ-ი შემდეგი თამაში სასტარტოში დააყენეს და ნაკრებს რაა!!- ე.წ. 6 ქულიანი საკვანძო თამაში წავაგეთ. აირღე-დაიღე, სუპერ თუ მეგა ვასკვლავით, რეიტინგებში თითქმის იქ ვართ, სადაც ვიყავით – მაჩანჩალებში!! თუ არა და ტოტალიზატორის კუვშებს მაინც ჩახედეთ, რა მოლოდინებიც აქვთ ამ ვასკვლავთ – ვასკლავის, თუმცა ხანდის – ხან ფეხბურთში საპირისპიროც ხდება….ღმერთმა ქნას, არ მეწყინება……………..
· Davi თუ 4 მცველით და კაშია ცენტრში ცუდი დღე გველოდება, 3:0 წავაგებთ მაგ თამაშს.
· Gio-ს უკაცრავად და ვისი სირცხვილია ეს შემადგენლობა, ამ საიტის, რომელიც ამდენი ხანია სამ მცველს ლობირებს და კაშიას აკრიტიკებს? რასაც წერთ, გააზრებულად დაწერეთ. და სირცხვილი მაინც რა შუაშია, აქ მაქსიმუმ კაშია შეცვალო დვალით. სირცხვილი არა იხვის კურტუმო
· რეალისტი ვარიაროთ, რომ ესპანეთი დანაკლისის მიუხედავად ჩვენზე ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ჩვენი შანსები უდავოდ გაიზარდა. მაგალითად, თუ მანამდე ჩვენის შანსი იყო ესპანეთთან წარმოატებული თამაშის 1:10-ზე, ახლა იქნება 1:3-ზე. ფეხბურთის მთელი ინტრიგა სწორედ ისაა, რომ ყოველთვის ძლიერი არ იმარჯვებს. ფიზმომზადებასა და ტექნიკასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ექნება თავდადებას და საბრძოლო მენტალურ მზადყოფნას. განსაკუთრებით სიფხიზლეა საჭირო პირველ 15 წუთში. თუ ამ წნეხს გავუძელით, შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.
· ლუკა ქართველი და ასეთი მშიშარა..?! შენ არც უყურო რა თამაშს!!
· Gio რა “კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, აზაროვი”??? რა 4-3-3??? სირცხვილია ასეთი შემადგენლობის დაწერა.
· FaBro კაშიას დაყენება , მითუმეტეს 4 მცველიან სქემაში და პირველი ტაიმის 20-30 წუთში თამაშის მოთავება ერთია. დააყენონ დვალი ან თუნდაც გელაშვილი, ნუ გადაეკიდეთ ამ პენსიონერებს! ხომ ხედავთ კაცი ვეღარ იმორჩილებს ხელ-ფეხს უკვე და სანამ მოედანზე არ დაიშლება არ შეეშვებით?! გურამ, შენ კიდევ მიბაძე რა შენს მეგობარ და ყოფილ თანაგუნდელ კანკავას! შენზე გაცილებით უკეთეს ფორმაში იყო ყველა თვალსაზრისით მაშინ , როცა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა!
· ბიჭების საყურადღებოდ! რომ გაიტანთ, არ გაჩერდეთ! ბოლომდე დაწნეხეთ, ისე რომ 3-0 -ზე აქეთ გეხვეწებოდნენ, დაგვინდეთო. თუ გაჩერდებით, 1-0 -ზე, გაგვიტანენ და მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. არავითარი ოლმო და ტორესი, თქვენზე მაგრები მაგათ არ ყავთ!!! უნდა შეჭამოთ! ჰო, ყვითლებსაც უფრთხილდით, თურქებიც უნდა მივაყოლოთ ესპანეთს – ესეც გაითვალისწინეთ. ჟორჟი და ხვიჩა ტყუილად ნუ ირბენენ ორნი პრესინგზე, ეგრე მაგათ ვერც ბურთს წაართმევთ და ძალებსაც ტყუილად დახარჯავთ. ჯობია 5-6 კაციანი პრესინგი. ცენტრი კიტემ, ქოჩორამ და გაგნიძემ უნდა ჩაიბაროთ! ვინც დაიღლება, მაშინვე შეცვლა მოითხოვოს, ნამდვილად არ ტეხავს! დანარჩენს სანიოლი გეტყვით, დიდად მაგისი არ მეიმედება, მაგრამ თქვენი, ვინც მოედანზე იქნებით – ნამდვილად მჯერა!
· kesha რამდენი ფეხბურთელი აკლიათ და მაინც რა ნაკრები ყავთ რა უბედურებააა:):)
· zura222 ჩემი პროგნოზი ესპანეთთან 5-1. თურქეთთან 2-0. ანუ ორივეს ვაგებთ.
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
“მზად ვართ – ამბიციით და შიშის გარეშე” – ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
მატჩის დღე – ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
“ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა” – უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს – ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში – გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა
“მზად ვართ – ამბიციით და შიშის გარეშე” – ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით – “კვარას” ამბავი
“დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო” – ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
