დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ჩინეთს დამატებით 100%-იან ტარიფს დაუწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან ან უფრო ადრეც ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე დამატებით 100%-იან ტარიფი დაწესდება და ეს ტარიფი უკვე მოქმედ ტარიფებს დაემატება. ეს განცხადება ტრამპმა Truth Social-ზე გააკეთა.
ს განცხადებით, ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ვაჭრობის საკითხში “უკიდურესად აგრესიული” პოზიცია დაიკავა მსოფლიოსთან მიმართებით და ისინი 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან მასშტაბური ექსპორტის კონტროლის დაწესებას აპირებენ მათ მიერ (და არა მხოლოდ) წარმოებულ პრაქტიკულად ყველა პროდუქტზე.
“ეს ეხება ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, და ცხადია, ეს მათ მიერ წლების წინ შემუშავებული გეგმა იყო. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია საერთაშორისო ვაჭრობაში და მორალური სირცხვილია სხვა ერებთან ურთიერთობისას… იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთმა დაიკავა ეს უპრეცედენტო პოზიცია და მხოლოდ -ს სახელით ვსაუბრობთ და არა სხვა ქვეყნების სახელით, რომლებიც მსგავსი საფრთხის წინაშე დგანან, 2025 წლის 1 ნოემბრიდან (ან უფრო ადრე, ჩინეთის მიერ განხორციელებული შემდგომი ქმედებების ან ცვლილებების მიხედვით), ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 100%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც აღემატება ნებისმიერ ტარიფს, რომელსაც ისინი ამჟამად იხდიან. ასევე, 1 ნოემბერს, ჩვენ დავაწესებთ ექსპორტის კონტროლს ნებისმიერ კრიტიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე“, – წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
როგორც CNN შენიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მექსიკამ ცოტა ხნის წინ ჩინეთი ჩაანაცვლა, როგორც შეერთებულ შტატებში ექსპორტირებული უცხოური საქონლის მთავარმა წყარომ, ამერიკა ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ჩინეთზეა დამოკიდებული. ჩინეთიკი ამერიკის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რასაც მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სახით