ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარე: ასოციაცია უზრუნველყოფს დავით ჯანდიერის კოლეგიალურ მხარდაჭერას

“ადვოკატ დავით ჯანდიერს არაერათი წელია ვიცნობ და წარმოუდგენლად მეჩვენება მისი ჩართულობა რაიმე კანონდარღვევაში. იმედს დავიტოვებ რომ დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. ამასთან, ასოციაცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს დავით ჯანდიერის სამართლებრივ და კოლეგიალურ მხარდაჭერას, რათა ადვოკატის უფლებები და პროფესიული საიდუმლოებისა და ადვოკატი-კლიენტის კონფიდენციალურობის პრინციპები სრულად იქნეს გარანტირებული”, – აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სუს-მა გუშინ დაიბარა გამოკითხვაზე.
“ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ”, – განაცხადა ჯანდიერმა.
ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო POSTV-ის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების. POSTV-ის გავრცელებული ინფორმაციით, დავით ჯანდიერი ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა.
POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობა უწოდა დავით ჯანდიერმა.
„ბინძური და შეკვეთილი ქარდია – ცარიელი ტყუილი. არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რასაც მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სახით