ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიას ფრედ ეთამაშა (1:1). მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:
„გამომდინარე იქედან, რომ პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, შედეგი ლოგიკურია. მეორე ტაიმში თამაში შედარებით გამოვასწორეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დასანანი გოლი გავუშვით. საერთო ჯამში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეტევაში გვიჭირს, ძალიან და ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს. ახლა მთავარია ძალები აღვიდგინოთ, რადგან შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად უნდა ავიღოთ სამი ქულა.
რაც შეეხება ახალწვეულებს, ვინაიდან ამხანაგური მატჩების ჩატარების დრო არ გვქონდა, ვცდილობთ ყველას მივცეთ შანსი, ბევრი მათგანი ფორმაში არ არის. ეს ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო, თუმცა შეზღუდული ვართ რესურსებში. რეალურად ძიებაში ვართ“.
[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში – საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში – საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება – მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
