ექიმ ჩახუნაშვილს 20 000-ლარიანი გირაო, მეორე ბრალდებულს კი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს საღამოს, 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 000-ლარიანი „საპატიმრო გირაო“ შეუფარდა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს, 71 წლის გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს, მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მულაძეს კი – პატიმრობა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა და ამით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
სასამართლო სხდომა დაახლოებით 10:45 საათზე დასრულდა. ორივე ბრალდებული: ექიმი-პედიატრი და გეოფიზიკოსი პოლიციელებმა გაიყვანეს.
გირაოს შეტანის ვადად 30 დღე დასახელდა. ჩახუნაშვილი საპატიმროს მხოლოდ გირაოს თანხის შეტანის შემდეგ დატოვებს.
ოჯახის განცხადებით, გირაოს დღესვე გადაიხდიან – მას შემდეგ, რაც ტექნიკურ დეტალებს გაარკვევენ. დიდი ალბათობით, ის გამთენიისას დატოვებს გლდანის საპატიმროს, სადაც ახლა გადაჰყავთ.
მორიგი სხდომა 2025 წლის 2 დეკემბერს 11:00-ზე დაინიშნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…