ანზორ მელია – ციხეები აავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით – 200 კაცი მიუვარდა დამსახურებულ პროფესორს, პედიატრს, კაცს, რომელსაც სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია

ციხეები აავსეს ახალგაზრდა პატრიოტი ბიჭებით. არ შეგრჩება ბატონო ბიძინა, იცოდე დიდხანს ვერ გაძლებ, – ამის შესახებ ექიმმა, კარდიოლოგმა ანზორ მელიამ რუსთაველის გამზირზე, ექიმების საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ანზორ მელიას განცხადებით, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, აქციაზე ყოველთვის მშვიდობიანად დგას ხოლმე და თუ ვინმე უნდა დაისაჯოს „პირველ რიგში ეს კობახიძეა, რომელმაც აიძულა ქუჩაში გამოსვლა“.
„200 კაცი მიუვარდა დამსახურებულ პროფესორს, პედიატრს, კაცს, რომელსაც სიკეთის გარდა ამქვეყნად არაფერი უკეთებია. სირცხვილია, რასაც ეს მთავრობა ამბობს: ჯგუფური რაღაცო [ძალადობის ორგანიზება და მოწოდება]. რა ჯგუფური, კაცი მშვიდობიანად დგას ხოლმე რუსთაველზე და იბრძვის ევროპული მომავლისათვის. თუ ვინმე დამნაშავეა ამ ქვეყანაში, თუ ვინმე უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში ეს კობახიძეა, რომელმაც აიძულა ქუჩაში გამოსვლა აქ დგომა“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით