სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით,პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით,პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს
სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით,პროკურატურა ექიმ გირგი ჩახუნაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს”- ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“პროკურატურამ 14 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, ორი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ჩახუნაშვილს სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პროკურატურამ სასამართლოს მასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ბრალდებულები არიან და პატიმრობაში იმყოფებიან ზემოთ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების უშუალო ორგანიზატორები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, და ლაშა ბერიძე. ამავდროულად 2025 წლის 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე დამატებით ბრალდებულია სხვა 26 პირი, რომელთაც ასევე შეფარდებული აქვთ პატიმრობა.”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად, რომ დასაჭერები, მკვლელები და მოსაკლავები ვიყავით, როცა მიშა “კვდებოდა” და თვითონ რომ შეეხო, იქ ატყდა ერთი ამბავი, ამიტომ, ემპათიის განცდა ამ კაცის მიმართ არ მაქვს