ექიმების ტერორი და დაპატიმრებები რეჟიმის აგონიის აშკარა გამოვლინებაა – კარდიოლოგი მარიამ კაპანაძე

“დემოკრატიული ქვეყნების ისტორიაში ძნელად მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ექიმი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო დაეპატიმრებინათ, ბორკილდადებული გაეტაცათ სახლიდან – ღამით. ასეთ სისასტიკეს მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები, მათ შორის სსრკ, მიმართავდა.
ბატონი გოგი ბავშვთა კარდიოლოგიის რეზიდენტურაში ჩემი ხელმძღვანელი იყო – პროფესიონალი, განსაკუთრებული ყურადღებითა და სითბოთი როგორც სტუდენტების, ისე პაციენტების მიმართ. მასზე მხოლოდ მადლიერებითა და პატივისცემით შემიძლია ვისაუბრო. ექიმების მიმართ ზეწოლა, ტერორი და დაპატიმრებები სახელმწიფოს რეჟიმის აგონიის აშკარა გამოვლინებაა.
ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ადამიანს – ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს, ნამდვილ პატრიოტს”
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს. მოგვიანებით, პროკურატურაში თქვეს, რომ უწყება გიორგი ჩახუნაშვილისთვის საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვს