გაერო ღაზას სექტორის ყველა საზღვრის გახსნას მოითხოვს

გაერო მოუწოდებს ისრაელს, გახსნას ღაზას სექტორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი.
გაეროს რამდენიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის პრესსპიკერებმა ჟენევაში განაცხადეს ამის შესახებ.

გაეროს თანახმად, რეგიონში 170 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა, რომლის ღაზას სექტორში შეტანა ძალიან მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი.
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა -ის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესაბამისად.
ათიათასობით პალესტინელი, რომლებიც ს მხრიდან დაბომბვას გაექცა, დაუყოვნებლივ გაემართა ჩრდილოეთ ღაზისკენ, მათი საცხოვრებელი ადგილებისკენ. ისრაელის სამხედროებმა ზოგიერთი ტერიტორიიდან შეთანხმებული გასვლა დაიწყეს, მაგრამ გააფრთხილეს ხალხი, რომ ჯარისკაცებს არ მიუახლოვდნენ.

ღაზის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპისეული გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, ასევე ისრაელის ჯარების ქალაქების ტერიტორიებიდან გაყვანის დაწყებას.
ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასის ხელში მყოფი 20 მძევალი ცოცხალია, ხოლო 28 გარდაცვლილია.
8 ოქტომბერს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. შეთანხმების მიღწევა დაადასტურეს ისრაელმა და ჰამასმაც და მათ შორის მოლაპარაკებების შუამავლებმა.
აშშ-ის და ევროკავშირისა მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზში ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.

ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.

ფორუმი