ბრაზილიელმა მოდელმა ანა სილვამ ადგილობრივ ტელევიზია LeoDias-თან საუბარში, “რეალის” ვარსკვლავ ვინისიუსზე სკანდალური ისტორია მოჰყვა. ირკვევა, რომ ფეხბურთელს სილვასთან სექსუალური ურთიერთობა სურდა და მან ამის დამადასტურებელი “სქრინებიც” გაავრცელა.
ვინისიუმა გოგონა თავის მეგობართან ერთად ესპანეთში მარბელაზე მიიწვია და სილვას თქმით, მადრიდელთა შემტევს სექსი ორ გოგონასთან ერთად სურდა.
“ვინისიუსი სექს-მანიაკია… ის გამუდმებით მიგზავნიდა თავისი პენისის სურათებს. მას მხოლოდ სექსზე საუბარი სურდა. სხვა არაფერი. ის მხოლოდ სექსზე ფიქრობს. მე ვუთხარი, რომ საპიოსექსუალი (ადამიანი, რომელსაც სექსუალურად და გონებრივად აღაგზნებს პარტნიორის ინტელექტი, ჭკუა და გონება და არა მისი ფიზიკური მახასიათებლები ან გარეგნობა) ვარ… მიყვარს ჩემს პარტნიორთან საუბარი. არ მომწონს, როცა ვინმე გამუდმებით ბინძურ რაღაცებზე მელაპარაკება, მას არ შეუძლია საუბრის გაგრძელება, მხოლოდ სექსი, მხოლოდ სექსზე საუბარი.
ვინისიუსს ვეუბნებოდი, რომ არ ვარ ისეთი გოგონა, რომელიც ასე უბრალოდ სექსუალურ ვიდეოს ან ფოტოს გაუგზავნის და ეს უნდა დაიმსახუროს. ვუთხარი, რომ მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა OnlyFans-ის გამოწერა ან პორნო საიტზე შესვლა, რადგან ჩემთვის მისი საქციელი ძალიან ეგოისტური და მანიაკალური იყო”.
გოგონამ აღნიშნა, რომ ყოველივე ამის შემდეგ ფეხბურთელმა ბოდიში მოუხადა და შემდეგი სახის შეტყობინება გაუგზავნა.
“ბოდიში, პატარავ. მე მშვენივრად მესმის შენი. ჩემი შეცდომაა… არასწორად დავიწყეთ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. პატივისცემა ყოველთვის ყველაზე მაღლა დგას!”.
შემდეგ სილვამ ისაუბრა ინციდენტზე, როდესაც ვინისიუსმა ის ესპანეთში მიიწვია და მარბელაში შეხვედრაზე დათანხმდა, მაგრამ ფეხბურთელამ გარკვეული პირობა დააწესა.
“მან მითხრა, რომ ერთი გოგონა მეპოვნა და მასთან ერთად ესპანეთში, მარბელაზე ჩავსულიყავით. ვინისიუსმა ამ გოგონა ფოტოები და Instagram-ის პროფილი მთხოვა. მან პირდაპირ სამ ადამიანში სექსი არ შემომთავაზა, მაგრამ ყველაფერი ცხადი იყო.
მას შემდეგ რაც ჩემმა მეგობარმა გოგონამ გამგზავრებაზე უარი განაცხადა, ვინისიუსის საქციელი შეიცვალა. ის აღარ იყო დაინტერესებული მარტო ჩემთან შეხვედრით, რადგან მეტი კომპანიონი სურდა.
ამიტომ შევთავაზე, რომ გეი მეგობარი მამაკაცი მოეწვია. მაგრამ ვინისიუსს ეს არ აინტერესებდა”, – თქვა სილვამ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინისიუსს 26 წლის მეგობარი გოგონა, სამი შვილის დედა ტელეწამყვანი ვირჯინია ფონსეკა სწორედ ღალატის გამო დაშორდა. ფეხბურთელმა გუშინ სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, სადაც ფონსეკას პატიება ღიად სთხოვა.
“ყველას გვაქვს ისეთი მომენტები, რომლებიც გვაიძულებს დავფიქრდეთ და გავიზარდოთ. ცოტა ხნის წინ განვიცადე სიტუაცია, რომელმაც მაფიქრებინა, რომ საკუთარ თავში ჩამეხედა, ამერჩია დამოკიდებულება, რომელიც არ ასახავს იმას, თუ ვინ მინდა ვიყო და როგორი ურთიერთობების აშენება მინდა.
ვირჯინია საოცარი ქალია, მშვენიერი დედა და ადამიანი, რომლის მიმართაც უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ. მას შემდეგ, რაც შევხვდით, ის ბევრჯერ ჩამოვიდა მადრიდში ჩემს სანახავად, მიატოვა სამსახური, ვალდებულებები და ცხოვრება, რადგან ჩემთან ყოფილიყო.
მე შევხვდი შესანიშნავ დედას, წარმოუდგენელ პარტნიორს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ ვიყავით წყვილი, გულწრფელი კავშირი გვქონდა. არ მრცხვენია ვაღიარო, რომ უგულებელვყავი, საუკეთესოდ არ ვუპასუხე და იმედი გავუცრუე.
ამიტომ, მინდა საჯაროდ, ღია გულით ბოდიში მოვუხადო, რადგან მივხვდი, რომ ნამდვილი ურთიერთობები მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც არის პატივისცემა, ნდობა და გამჭვირვალობა. ახლა ნამდვილად მინდა ყველაფრის “გადატვირთვა”. არანაირი ტყუილი, არანაირი ჩხუბი, არანაირი ნიღბები. დიდი სიყვარულით, ზრუნვითა და პატივისცემით”, – წერს ვინისიუსი.
“მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია” – როი კინმა “იუნაიტედს” მწვრთნელი ურჩია
“ერთხელაც ვარჯიშზე მოთმინება აღარ მეყო და…” – მხითარიანმა მოურინიოსთან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა
“ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები” – კარლო ანჩელოტი
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვინისიუსი პორტუგალიური კლუბის თანამფლობელი გახდა
მბაპემ ვინისიუსს პირზე ხელი ააფარა და შესაძლო გაძევებას გადაარჩინა
უარი სუპერლიგას – ”ბარსელონა” გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
“ოქროს ბურთი” როდრის და დემბელეს – მაშ ვინისიუსს რაღა? – რეალი აღშფოთებულია
“რეალი” ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
[VIDEO] “ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს” – რა მოხდა “კაირატთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
ვინისიუსმა “რეალს” ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა
“უფრო ძლიერები დავბრუნდებით” – მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
[PHOTOS] ურთიერთობა სამი შვილის დედასთან? – ვინისიუსი ამ 26 წლის ტელეწამყვანს დაუკავშირეს
