– სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია – ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე

სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშნველოვანია – ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
“სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია – ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. ძლიერი ნაბიჯი ევროპულ, უფლებებზე ფოკუსირებული მომავლისკენ,” – წერს ზურაბიშვილი.
გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რისი საფუძველიც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნა გახდა. 5 სექტემბერს, სომხეთის სასამართლომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანი გასულ წელს დამნაშავედ ცნო, რუსეთის თანახმად, მას ბრალადება ედება უკრაინაში “დაქირავებული მებრძოლობა“ .

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება