ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ სთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა, – ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომის მოთხოვნის ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, „მემარცხენეების“ შუამდგომლობის წინააღმდეგ ხმა 383-მა დეპუტატმა, ხოლო „ევროპის პატრიოტების“ ჯგუფის წინადადების წინააღმდეგ ხმა 378-მა დეპუტატმა მისცა.
ორივე შუამდგომლობის ავტორები ურსულა ფონ დერ ლაიენს -თან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამო აკრიტიკებდნენ.
„დღეს მიღებულ მხარდაჭერას ღრმად ვაფასებ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარტა კოსი: საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს, არ სურს ევროპული გზით სიარული. ვგმობთ ცრუ დეზინფორმაციულ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, მათ წარმომადგენლებსა და EU-ის წევრ სახელმწიფოებზე