ევროკავშირმა ახლახან მხარი დაუჭირა რუსი დიპლომატებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებს და რუსული თხევადი გაზის იმპორტის ნაწილობრიივ აკრძალვას, თუმცა ა რუსეთის წინააღმდეგ რიგით მე-19 სანქციების პაკეტი ავსტრიისა და სლოვაკეთის დაბლოკვის გამო ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სანქციური პოლიტიკის საკითხებში ვლადისლავ ვლასიუკმ, ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
წყაროს ცნობით, ავსტრიამ დამატებითი დეტალების გასაცნობად დრო ითხოვა, ხოლო სლოვაკეთის წარმომადგენელმა უარი თქვა ახალი სანქციების მხარდაჭერაზე, მისი განცხადებით, ევროკავშირის კლიმატის ცვლილების პოლიტიკა ზიანს აყენებს ქვეყნის ავტომობილების ინდუსტრიას.
დიპლომატები ვარაუდობენ, რომ სლოვაკეთი საბოლოოდ შეცვლის პოზიციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება.
