თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები სამოქალაქო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და აქტივისტებს შეხვდებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სანქციების დაწესება იქნება.
თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ შეხვდებიან.




