კახა კალაძე ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაზე – ეს ადამიანები არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ, ჩვენი გზავნილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რომ შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა

ეს ადამიანები [ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი] არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, მ განაცხადა, რითაც სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მათი სურვილია, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, რომ „მეგობრობა და პარტნიორობა შევძლოთ“.
„ეს ადამიანებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებაში. რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.
ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება“ უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და არა ამერიკის შეერთებული შტატები. სენატორების განცხადებით, „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა -ის ყოფილი მთავრობის თანამშრომლებს ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.