საქართველოში დემოკარტიას ძირს უთხრის „ქართული ოცნება“ და არა აშშ – სენატორები რიში და შაჰინი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატების ლიდერი კომიტეტში, ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკარტიას ძირს უთხრის „ქართული ოცნება“ და არა ამერიკის შეერთებული შტატები.
მათი განცხადებით, სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან “საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და ბოლო ადგილობრივი ს შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებებით”.
“პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ აღმაშფოთებელი, არადემოკრატიულია”, წერენ რიში და შაჰინი და აცხადებენ, რომ ეს “კიდევ ერთი მანიშნებელი იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზების არანაირი ინტერესი არ აქვს“.
მათი თქმით, “პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიბეები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი ვინც -ის მთავრობასთან თანამშრომლობდა და ჩვენება მისცა ჩვენს კომიტეტს, მცდელობაა, ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩაახშობის”.
მათი სიტყვებით, „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის მთავრობის ყოფილ თანამშრომლებს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.
“მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ და არა შეერთებული შტატები უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, შემაშფოთელებლი მოვლენების განხილვის მიზნით საქართველოს ელჩის გამოძახებაზე და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები, ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განახორციელებამდე”, – ნათქვამია სენატორების წერილში, რომელიში ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი “ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ხალხს.
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, 8 ოქტომბერს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, “დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა “დიპ სტეიტის” გავლენით”, რისი “მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა”.
კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებას. სახელმწიფო დეპარტამენტში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო, რომლებიც უკავშირდება „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ ბრალდებებს.
“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, 8 ოქტომბრის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სურთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვა.
· შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
· 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.