ოქტომბრის აჯანყების საქმეზე დაკავებულ ნანა სანდერს ბრალდება ძალადობის ორგანიზების მუხლით წაუყენებს.
სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც გერმანიიდან სპეციალურად 4 ოქტომბრის აქციაზე დასასწრებად დაბრუნდა, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დაიდენტიფიცირებულია ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედების – ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი – ნანა სანდერი. იგი სოციალური ქსელის გამოყენებით, აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ორგანიზებას და ძალადობისკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის შესაძენად ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირებისთვის საჭირო გარემოებებთან დაკავშირებით. იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული თუ მსჯავრდებული პირების განთავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს, 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება.
ნანა სანდერს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლსი კოდექსის 225-ე მხულის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.