ცნობილი იტალიური გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში ამჟამად ძალიან ბედნიერია, მაგრამ მისი ოცნების კლუბი მადრიდის “რეალია”.
“ხვიჩა კვარაცხელიას ოცნება პსჟ-ში გადასვლა არასდროს ყოფილა, მიუხედავად ამისა, “სამეფო კლუბი” ქართველის დამატებას სერიოზულად არასდროს განიხილავდა.
ეჭვგარეშეა, რომ “კვარა” პსჟ-ში თამაშით ძალიან ბედნიერია, ტიტულებიც მოიგო, მათ შორის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი – ჩემპიონთა ლიგა. მაგრამ ფეხბურთელი ესპანეთში და მადრიდის “რეალში” თამაშზე კვლავ ოცნებობს. მას “სამეფო კლუბი” ძალიან უყვარს და შესაძლოა, მისი კარიერის მომდევნო ნაბიჯი სწორედ “ბლანკოსში” თამაში აღმოჩნდეს”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს “ნაპოლიდან” გასული წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დაახლოებით 70 მილიონ ევროდ შეუერთდა. ქართველმა პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო.
[VIDEO] “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს – შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
[VIDEO] მიქაუტაძემ “სანტიგო ბერნაბეუზე” “რეალს” გაუტანა
[VIDEO] მიქაუტაძემ კურტუას ლამაზი გოლი გაუტანა – “ვილიარეალი” “რეალთან” დამარცხდა
Sofascore-მ მიქაუტაძე “ვილიარეალში” საუკეთესოდ აღიარა – როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?
“კაირატის” გულშემატკივარმა “რეალთან” მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
პსჟ “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
“კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს” – რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
“კვარაცხელია შეიძლება “ლილთან” მატჩის განაცხადში მოხვდეს” – Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს
“პატარა ეშმაკივითაა” – ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს – ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
[PHOTO] ზაბარნის მეუღლე მისი ქმრის “ბარსელონასთან” მატჩში ცარიელი კარიდან გამოტანილ ბურთს გამოეხმაურა
პსჟ “ბარსელონას” მცველის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდება
პსჟ “ლილთან” ფრეს დასჯერდა – ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
