4 ოქტომბრის საქმეზე შსს-მ 36-ე ადამიანი დააკავა

„სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – აცხადებენ .
ოთხი დღის წინ, 4 ოქტომბერს, როცა საქართველოში თვითმმართველობის იმართებოდა, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ათონელის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები, ასევე, მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
· იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: , პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
· 6 ოქტომბერს კი დააკავეს 13 ადამიანი: ბექა მაჭავარიანი; ალექსანდრე გოგოლაძე; ევა შაშიაშვილი; გიორგი რურუა; ვახტანგ ფიცხელაური; დავით სტურუა; მანუჩარ მიქელაძე; ალექსანდრე ხაბეიშვილი; კახაბერ მჟავანაძე; თორნიკე მჭედლიშვილი; აბო ნავერიანი; სერგო მეგრელიშვილი; დავით ჟღენტი – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს;
· 7 ოქტომბერსპოლიციამ დააკავა აქციის ოთხი მონაწილე. მათი ინიციალებია: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ. მოგვიანებით გაირკვა,რომ დააკავეს კიდევ ერთი დემონსტრანტი ნანა სანდერი;
· 8 ოქტომბერს დააკავეს 12 დემონსტრანტი. მათ შორის ერთ-ერთი ს აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძეა.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი მ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
მასალა განახლდა