სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება დღეს ჯამში 13 პირის მიმართ გამოცხადდა

სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 5 პირს: ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს პატიმრობა შეუფარდა.
საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავდა.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მანამდე, სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა. სასამართლომ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულებს: ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს. ხოლო, ბრალდებულებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.
-ს თანახმად, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ჯამში 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც ორგანიზატორები, ასევე, მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”