4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე 35 ადამიანია დაკავებული.
“გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს”, – განაცხადა დარახველიძემ.