დააკავეს ბათუმის აქციების მედროშე, სოხუმელი ზურაბ ჭავჭანიძე

ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მედროშე ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს ქუჩაში დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ის ათამდე პოლიციელმა დააკავა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე თბილისშია გადაყვანილი.

„ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლეს, მარინა გორჯელაძეს. მან გვითხრა, რომ მისთვის ჯერჯერობით არ უცნობებიათ, რა მუხლითაა მისი ქმარი დაკავებული.

ზურაბ ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. იგი თვეებია საქართველოში მიმდინარე პროტესტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გადის, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ს აქციების მედროშეს.

„ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს.

ზურაბ ჭავჭანიძე სოხუმელია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”