euters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ ბლოკის გეგმის გაგრძელებაზე, რომელიც 2028 წლისთვის რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შემცირების ითვალისწინებს.
დიპლომატიურმა წყაროებმა Reuters-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ელჩები აღნიშნულ საკითხზე დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, ხოლო შეთავაზება მინისტრებს 20 ოქტომბერს წარედგინებათ.
წყაროების მიხედვით, გეგმას ევროკავშირის თითქმის ყველა წევრის წარმომადგენელი ეთანხმება და მისი დამტკიცება დაბრკოლების გარეშე მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ წინადადებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, უნგრეთი და სლოვაკეთი ვალდებულები იქნებიან შეიმუშაონ ეროვნული გეგმა, რომლითაც 2028 წლისთვის შეწყვეტენ რუსული ნავთობის იმპორტს.
