სპეცოპერაცია წითელი ზღვის სავაჭრო არტერიის გასათავისუფლებლად – აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ძალები “ჰუსიტების” წინააღმდეგ

“ჰუსიტების” სამიზნეების წინააღმდეგ იერიში -ის და ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა ერთდროულად მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების სამხედრო ობიექტების განადგურებაში, მოკავშირეების ავიაცია, ხომალდები და წყალქვეშა ნავი მონაწილეობდა. სამოცზე მეტ სამიზნეს, მათ შორის, იემენის დედაქალაქ სანააში, წარმოადგენდა სამხედრო ბაზები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, იარაღის საწყობები და აეროდრომები, საიდანაც წითელ ზღვაში მშვიდობიანი გემების წინააღმდეგ, “ჰუსიტები” რაკეტებს და დრონებს უშვებდნენ.
ვაშინგტონმა გააფრთხილა “ჰუსიტები”, რომ წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ დაწყებული აგრესია დაუსჯელი არ დარჩებოდა. ჰუსიტების თავდასხმებმა აიძულეს მსოფლიოს უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიები, მათ შორის მაერსკი და ჰაფაგ-ლოიდი, შეეჩერებინათ ტრანზიტი წითელ ზღვაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო მარშრუტს წარმოადგენს. დასავლეთი შიშობდა, რომ წითელ ზღვაში დაწყებული განუკითხაობა გლობალურ ეკონომიკას უდიდეს ზარალს მიაყენებდა. დღეს ლონდონში განმარტეს, რომ ამერიკელებთან ერთად თავდაცვითი ზომები მიიღეს.
ნოემბრის შემდეგ, წითელ ზღვაში გემებზე 27 თავდასხმა მოხდა, რამაც 50 ქვეყანა დააზარალა და 2000-მდე ხომალდს მიმართულების შეცვლა აიძულა. “ჰუსიტების” აგრესიის მიზანი, “ჰამასის” მიმართ სოლიდარობა და ს და მისი მოკავშირეების დაზიანებაა. ამერიკის და ბრიტანეთის იერიშის შემდეგ, “ჰუსიტები” ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრნენ.
ვაშინგტონი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ნაოსნობის დასაცავად ზომებს ისევ მიიღებს. “ჰამასი”-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის სამხედრო ძალებმა თეირანის სხვა მარიონეტების წინააღმდეგ იერიშები ერაყსა და სირიაში მიიტანეს, დღევანდელი ოპერაცია კი პირველი სამხედრო იერიშია იემენში, ირანის მოკავშირე ჰუსიტების წინააღმდეგ.